Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

კანონმდებლობა

ქართული საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა ონლაინ კონსულტაცია იურიდიული მომსახურება
 

ასოციაცია, ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული იურიდიული მომსახურების გაწევას. ასოციაციას გააჩნია საავტორო და მომიჯნავე უფლებების მართვისა და სახელშეკრულებო დაცვის განხორციელების მდიდარი გამოცდილება.

ასოციაციის იურისტები წარმოადგენენ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებს მესამე პირებთან ურთიერთობაში და ხელს უწყობენ მათ მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის ნაწარმოებთა ინდივიდუალურ საფუძველზე გამოყენებასა და დაცვაში, რა მიზნითაც მონაწილეობას იღებენ მოლაპარაკებებში, უზრუნველყოფენ  გარიგების პირობების შემუშავებას და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებას. მომსახურება ასევე მოიცავს დოკუმენტაციის სამართლებრივ ანალიზს, მათ  დამუშავებას და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, სამართლებრივი დასკვნების და რეკომენდაციების მომზადებას, რჩევებს ხელშეკრულების შეცვლასთან, შეჩერებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებულ და საკანონმდებლო რეგულირების სხვა საკითხების შესახებ.

ასოციაციის იურისტები ეხმარებიან დაინტერესებულ პირებს სადავო საკითხთა გადაჭრისთვის აუცილებელი, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, აფასებენ რისკებს, მოსალოდნელ შედეგებს, უწევენ შესაბამის კონსულტაციებს და სასურველი შეთანხმების მიღწევის მიზნით აწარმოებენ მოლაპარაკებებს. საჭიროების შემთხვევაში აწარმოებენ საქმეებს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოსა თუ არბიტრაჟში.

 

 

წევრისთვის