Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

ჩვენს შესახებ

ისტორია საქმიანობა მისია მართვა სტრუქტურა ანგარიში განაკვეთები ვაკანსიები დოკუმენტაცია
 

90-იანი წლების საქართველოში, საბჭოთა წყობის დაშლის შემდგომ, საავტორო უფლებების დაცვის ხარისხი უაღრესად დაბალი იყო. არ არსებობდა საკანონმდებლო ბაზა და ამ სფეროს დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანო.

1995 წელს საქართველოს პარლამენტმა განახორციელა საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო კონვენციების რატიფიცირება და სახელმწიფომ იკისრა საავტორო უფლებების ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაცვის ვალდებულება.

1999 წლამდე საავტორო უფლებებს საქართველოში არეგულირებდა სამოქალაქო კოდექსი. 1999 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონი და ამით საფუძველი ჩაუყარა ქვეყანაში საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის განვითარებას. კანონის შესაბამისად, იმავე წელს, ავტორთა და შემსრულებელთა მიერ დაარსდა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - „საქართველოს ავტორთა და შემსრულებელთა ასოციაცია“ (GESAP), რომლის მიზანს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა და რეალიზაცია წარმოადგენდა.

2006 წელს, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, GESAP-მა ხელახალი რეგისტრაცია გაიარა და დარეგისტრირდა, როგორც „საქართველოს ავტორთა საზოგადოება“ (SAS)

ამ დროიდან დაიწყო უცხოეთის ქვეყნების მსგავსი ტიპის ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების გაფორმება.

საზოგადოებაში გაწევრიანდნენ საქართველოში მოღვაწე ხელოვანები: მწერლები, კომპოზიტორები, პოეტები, მხატვრები, რეჟისორები და სხვ. პარალელურად, მიმდინარეობდა მოსარგებლეებზე საავტორო უფლებათა ობიექტების გამოყენების ლიცენზიების გაცემა, თუმცა, მათი რიცხვი ძალიან უმნიშვნელო იყო. საზოგადოების არაეფექტური მართვა გახდა მისი კომპეტენციის შემცირების საფუძველი, რაც 2005 წელს საზოგადოების დაცვის სფეროდან მომიჯნავე უფლებების გამოყოფასა და მხოლოდ საავტორო უფლებების დაცვის ფუნქციის დატოვებაში გამოიხატა. 

2011 წელს სახელმწიფომ ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად ინტელექტალური საკუთრების დაცვა გამოაცხადა. საავტორო უფლებების მართვის უფრო ეფექტური და ქმედითი მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობამ 2011 წლის 11 მაისს საზოგადოების საერთო კრების მოწვევა და ახალი მენეჯმენტის არჩევა განაპირობა.

2011 წლის 9 ივლისს, საზოგადოების რიგგარეშე საერთო კრების გადაწყვეტილებით, ორგანიზაციამ კვლავ იკისრა  მომიჯნავე უფლებების დაცვის ვალდებულება. ამასთან, შეიცვალა მისი სახელწოდება, ორგანიზაციას ეწოდა „საქართველოს სავტორო უფლებათა ასოციაცია“ (GCA) და დაიწყო მისი რეფორმირების აქტიური პროცესი.

საავტორო და მომიჯნავე უფლებების ეფექტური დაცვისა და ორგანიზაციის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით ასოციაციამ მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა სახელმწიფო-ადმინისტრაციულ ორაგნოებთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან.

განახლდა წევრებთან არსებული ხელშეკრულებები და აქტიურად დაიწყო ასოციაციაში ახალი წევრების მიღების პროცესი, რის შედეგადაც GCA-ის წევრთა როდენობა ყოველდღიურად იზრდება. 

შემუშავდა და დამტკიცდა საავტორო უფლებებით სარგებლობის ახალი განაკვეთები, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსარგებლეთა რაოდენობა და გაცემული ლიცენზიების რიცხვი.

დაინერგა ჰონორარების შეგროვება/განაწილების თანამედროვე, გამჭვირვალე მექანიზმები.

განახლდა უხოეთის ქვეყნების მსგავსი ტიპის ორგანიზაციებთან არსებული ურთიერთობები და  გაფორმდა ურთიერთწარმომადგენლობის ახალი ხელშეკრულებები.  

გაიზარდა შეგროვებული და განაწილებული ჰონორარების რაოდენობა.

ასოციაცია, დღემდე, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში.

წევრისთვის