Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

ჩვენს შესახებ

ისტორია საქმიანობა მისია მართვა სტრუქტურა ანგარიში განაკვეთები ვაკანსიები დოკუმენტაცია
 

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია შექმნილია და ფუნქციონირებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

ასოციაცია არის 1999 წელს დაფუძნებული, საქართველოს ავტორთა და შემსრულებელთა საზოგადოების (GESAP) და 2006 წელს ხელახლა რეგისტრირებული საქართველოს ავტორთა საზოგადოების (SAS) უფლებამონაცვლე.

ასოციაციას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სპეციალური სტატუსი და იგი ამ სტატუსის მქონე ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში.

ასოციაცია არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ასოციაციაში ერთობლივი საქმიანობის მიზნით გაწევრიანებული საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების ან მათი მემკვიდრეების/უფლებამონაცვლეების საერთო ინტერესების განხორციელებისა და დაცვისათვის.

ასოციაციის მთავარ ფუნქციას საქართველოს ტერიტორიაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვა წარმოადგენს, რა მიზნითაც იგი:

  • წარმოადგენს და იცავს საავტორო და/ან მომიჯნავე უფლებათა მფლობელების ინტერესებს
  • აწარმოებს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა გამოყენების (სარგებლობის) მონიტორინგს
  • ებრძვის საავტორო და მომიჯნავე უფლებათა არალეგალურ გამოყენებას
  • გასცემს ნებართვებს (ლიცენზიებს) საქართველოს ტერიტორიაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებათა ობიექტების გამოყენების შესახებ
  • აგროვებს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების კუთვნილ ჰონორარებს და ანაწილებს მათ
  • უცხოეთის ქვეყნების მსგავს ორგანიზაციებთან გაფორმებული ურთიერთწარმომამდგენლობის ხელშეკრულებების საფუძველზე ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ავტორების და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვას
  • შეიმუშავებს საკანონმდებლო წინადადებებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში სამართლებრივი რეგულირების მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით

ასოციაცია მსოფლიოს მასშტაბით წარმოადგენს და იცავს 150 ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის სამ მილიონზე მეტ საავტორო და მომიჯნავე უფლების მფლობელს და ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მათი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვას.

წევრისთვის