Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

მეგზურის მეორე ნომრის წარდგენა საქმიან დილაში

2017 წლის 22 მარტს TV პირველის გადაცემაში ,,საქმიანი დილა'', საავტორო უფლებათა ასოციაციის ახალი ბეჭდური გამოცემის, ,,მეგზურის'' მეორე წარდგენა განხორციელდა. გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა ასოციაციის თავმჯდომარე, გიგა კობალაძე.
„მეგზური“ ასოციაციის კიდევ ერთი ახალი პროექტია, რომლის მიზანსაც ასოციაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. გამოცემით მკითხველს მიეწოდება დეტალური ინფორმაცია, როგორც ამ სფეროში არსებული მდგომარეობის, ასევე ასოციაციის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ. „მეგზური“ სამ თვეში ერთხელ გამოდის და იგი უსასყიდლოდ ვრცელდება. 

 
 
 
 
 
წევრისთვის