Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

კონფერენცია თემაზე - საავტორო და მომიჯნავე უფლებები საქართველოში

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია(GCA) და მსოფლიო პროექტების ორგანიზაცია (WPO) ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აწყობს კონფერენციას თემაზე - საავტორო და მომიჯნავე უფლებები საქართველოში.

 კონფერენცია გაიმართება, 2017 წლის 26 აპრილს,  სასტუმრო ჰოლიდეი ინ-ში (მისამართი:26 მაისის მოედანი)

 კონფერენციის მიზანია, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ამ სფეროში პროფესიული საზოგადოების ჩართულობის გაზრდა.

 კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.

 დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 2017 წლის 24 აპრილის 23:59 საათისა:

 https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSew86lG2Y3srtACLIedmPK3I8kxtvqdiK8z0THITdzG7yeNHw/viewform

 სარეგისტრაციო ფორმის საფუძველზე, შეირჩევა 50 საუკეთესო აპლიკანტი.

 კონფერენციის ფარგლებში, განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საერთშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა; 
  • საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვა (ისტორია, განვითარება); 
  • საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობა;
  • საავტორო უფლებების პრაქტიკული ასპექტები და საკანონმდებლო დაცვის მექანიზმები

 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

 ✆ contact@gca.ge

✆ +995 32 2237887

 
 
 
 
 
წევრისთვის