Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

თბილისში წიგნის და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნა

2017 წლის 23 აპრილს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნა.

 

ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო საავტორო უფლებათა ასოციაციამაც.

 

ღონისძებაზე დარიგდა საინფორმაციო ბროშურები, მოეწყო ახალი წიგნების პრეზენტაციები და წიგნების გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა ახალგაზრდების კოსტიუმირებული მსვლელობა ბარათაშვილის ხიდიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე, შედგა შეხვედრები თანამედროვე ქართველ ავტორებთან და განხორციელდა სხვა აქტივობები. 

 
 
 
 
 
წევრისთვის