Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

კონკურსი პროექტის შექმნაზე

პროექტების კონკურსი თემაზე “სავტორო და მომიჯნავე უფლებები საქართველოში”

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) და მსოფლიო პროექტების ორგანიზაცია (WPO) აცხადებს პროექტების კონკურსს თემაზე “საავტორო და მომიჯნავე უფლებები საქართველოში”.  

პროექტის მიზანია საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სტუდენტთა ცოდნის გაღრმავება და მათი წახალისება.

კონკურსის საფუძველზე, შეირჩევა ორიგინალური, ინოვაციური და შედეგზე ორიენტირებული,  საპროექტო წინადადება, რომელიც დაფინანსდება მაქსიმუმ, 3 000 ლარის ოდენობით. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების მიზანი უნდა იყოს საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს საქართველოში ავტორიზებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისგან შემდგარ ჯგუფს. საინიციატივო ჯგუფი შესაძლებელია შედგებოდეს მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ხუთი წევსისგან.

 

შერჩევის ეტაპები:

 ➔     საპროექტო წინადადების წარდგენა;

➔     10 საუკეთესო საპროექტო წინადადების გამოვლენა და პროექტების პრეზენტაცია

➔     გამარჯვებულის გამოვლენა

გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს ორგანიზატორების მიერ დაკომპლექტებული კომისია.  

 ნხორციელების ეტაპები:

 ➔     საკონსულტაციო შეხვედრა გამარჯვებულ გუნდთან

➔     გამარჯვებული გუნდის მიერ პროექტის სამოქმედო გეგმისა და დეტალური ბიუჯეტის შემუშავება

➔     პროექტის განხორციელება - პროექტს განახორციელებს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია(GCA) და მსოფლიო პროექტების ორგანიზაცია(WPO). პროექტის ორგანიზების პროცესში, აქტიურად ჩაერთვებიან გამარჯვებული გუნდის წევრები.

 იხ. საპროექტო წინადადების ფორმა.

დაინტერესებულმა საინიციატივო ჯგუფმა, საპროექტო წინადადება უნდა გამოგზავნოს არაუგვიანეს 2017 წლის 7 ივლისისა, შემდეგ ელ.ფოსტაზე:  worldprojectorganization@gmail.com

 

შედეგები, რომელსაც მიიღებენ გამარჯვებული ჯგუფის წევრები:

➔     გუნდის თითეულ წევრს გადაეცემა პროექტში გამარჯვების დამადასტურებელი სერტიფიკატი

➔     საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ბეჭდურ გამოცემაში,  ერთი რუბრიკა დაეთმობა გამარჯვებული გუნდის წევრებს და მათ მიერ შემუშავებულ პროექტს

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: contact@gca.ge

განაცხადის ფორმა

 
 
 
 
 
წევრისთვის