Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

მემორანდუმი - ბიზნესი ხელოვნებისთვის!

2017 წლის 19 ივლისს საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი ასლანიშვილმა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ.

 

მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის გზით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდას, ხელოვანების მხარდაჭერას და ამ პროცესში ბიზნეს სექტორის აქტიურ ჩართულობას.

 

მემორანდუმის ფარგლებში დადგინდება საავტორო უფლებების გამოყენების ახალი პირობები და განხორციელდება ერთობლივი პროექტები, რაც გაზრდის ბიზნეს სექტორის მხრიდან საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვაში მონაწილეობას და დაეხმარება სფეროში არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას. 

 
 
 
 
 
წევრისთვის