Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

დავა ანსამბლ ერისიონის მიმართ

ანსამბლ "ერისიონის" ყოფილი მთავარი ქორეოგრაფის, რევაზ ჭოხონელიძის და ორკესტრის ყოფილი ხელმძღვანელის, იური გოგოლაურის მემკვიდრეები ანსამბლს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.

 

მემკვიდრეების განმარტებით რევაზ ჭოხონელიძის მიერ დადგმული და იური გოგოლაურის მიერ მუსიკალურად გააფორმებული ცეკვები, მათ შორის „შატილის ასულო“, „ქალაუ“, „ზეიმი მთაში“ და „მარულა“ ანსამბლის მიერ ავტორობის უფლების დარღვევით სრულდება. ავტორობის აღიარების მოთხოვნით მემკვიდრეებმა სასამართლოს მიმართეს.      

 

ანსამბლის ხელმძღვანელი, ჯემალ ჭკუასელი, საავტორო უფლებების დარღვევას უარყოფს. მისი განმარტებით, ანსამბლის პროგრამა განახლებულია, ხოლო ძველი ნომრები კოლექტიური მუშაობის შედეგად არის შექმნილი.

 
 
 
 
 
წევრისთვის