საქმიანი დილა მემორანდუმს, „ბიზნესი ხელოვნებისთვის“ დაეთმო

2017 წლის 20 ივლისს, TV პირველი გადაცემა „საქმიანი დილა“, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის გაფორმებულ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს დაეთმო. გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, მირიან კულულაშვილი.

 

გადაცემაში საუბარი შეეხო მემორანდუმის მიზნებს, რაც მხარეთა ურთიერთთანამშრომლობით უნდა მიიღწეს. მემორანდუმის ძირითადი მიზანი საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში ბიზნესის აქტიური ჩართვა და ხელოვანების მხარდაჭერაა, რამაც უნდა უზრუნველყოს, როგორც ამ კუთხით საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდა, ასევე დაეხმაროს სფეროში არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას.