მემორანდუმი საკრებულოსთან

2017 წლის 2 აგვისტოს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ

 

მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის გზით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდას, ხელოვანების მხარდაჭერას და ამ პროცესში სახელმწიფო სექტორის აქტიურ ჩართულობას.

 

მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება ერთობლივი პროექტები, რაც გაზრდის სახელმწიფოს მხრიდან საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვაში მონაწილეობას და ხელს შეუწყობს სფეროში არსებული პრობლემატიკის დარეგულირებას.