დაიცავი საავტორო უფლება! – სოციალური ვიდეორგოლები

საავტორო უფლებათა ასოციაციის კამპანიის – დაიცავი საავტორო უფლება! – ფარგლებში, სოციალური ვოდეორგოლების გადაღება მიმდინარეობს. ვიდეორგოლების მეშვეობით ცნობილი ხელოვანები კიდევ ერთხელ ახსენებენ საზოგადოებას საავტორო უფლებების მნიშვნელობას და მოუწოდებენ მისი დაცვისკენ.

 

ვიდეორგოლების გადაღება რამდენიმე დღეში დასრულდება და ისინი სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდება.