ინტერნეტში საავტორო უფლებების დაცვის ახალი მექანიზმები ამოქმედდება

ინტერნეტ სივრცეში საავტორო უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტის“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ელექტრონული კომერციის შესახებ კანონპროექტი შემუშავდა.

 

კანონპროექტით, საავტორო უფლების მფლობელს მიეცემა შესაძლებლობა, ინტერნეტ სივრცეში საავტორო უფლების დარღვევით განთავსებული პროდუქტის აღების მიზნით უშუალოდ ინტერნეტ სერვის პროვაიდერს მიმართოს, რა შემთხვევაშიც პროვაიდერი ვალდებული იქნება რეაგირება მოახდინოს.

 

ახალი საკანონმდებლო მექანიზმის დანერგვა მნიშვნელოვნად გაადვილებს ინტერნეტში საავტორო უფლებების დაცვის პროცესს და ხელს შეუწყობს დღეს არსებული მეკობრეობის მაღალი დონის შემცირებას.

 

კანონპროექტზე მუშაობა უკვე დასრულებულია და საჯარო განხილვების დაწყება მომავალი თვიდან იგეგმება.