თბილისში ინტელექტუალური საკუთრების საერთშორისო დღე აღინიშნება

26 აპრილს, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ასოციაციის მიერ, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მოსაშვილის და ყიფშიძის ქუჩების შემაერთებელი მიწისქვეშა გადასასვლელის საავტორო უფლებების თემატიკით მოხატვა ხორციელდება. გადასასვლელის მოხატვა კამპანიის – „დაიცავი საავტორო უფლება“ – ფარგლებში მიმდინარეობს და მისი მიზანია კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას საავტორო უფლებების მნიშვნელობა და უფრო თვალნათელი გახადოს მისი დაცვის აუცილებლობა. გადასასვლელის გახსნა 26 აპრილს 20:00 საათზე იგეგმება.

 

ამავე დღეს გაიმართება ასოციაციის ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაციაც. ჟურნალი COPYRIGHT-ი, რომელიც ასოციაციის მიერ რამდენიმე წელია გამოიცემა, ახალი სახელწოდებით – „ავტორკრატია“ – გამოვა. შეცვლილია ასევე ჟურნალის კონცეფცია და თემატიკა. იგი უფრო მეტად იქნება ორინტირებული საავტორო უფლებების სფეროში არსებულ პრობლემატიკაზე და მათ გაშუქებას დაეთმობა.