საავტორო უფლებებზე შექმნილი ზღაპრების კრებულის წარდგენა

ტელეკომპანია რუსთავის 2-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო უქმეებზე“ საავტორო უფლებებზე შექმნილ ზღაპრების კრებულს დაეთმო. გადაცემაში სტუმრად იყოფებოდნენ მწერალი, ნატო დავითაშვილი და ასოციაციის თავმჯდომარე, გიგა კობალაძე.

ზღაპრების კრებული საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ინიციატივით, სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის შეიქმნა. წიგნის მიზანია, ბავშვებისთვის საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მისი მნიშვნელობის ახსნა. წიგნის მთავარი პერსონაჟია ჭიამაია მემე, რომელიც ბავშვებს ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებს და საავტორო უფლებების შესახებ უამბობს.

წიგნის ავტორია მწერალი ნატო დავითაშვილი. წიგნი ილუსტრატორმა, მაშო მარგიშვილმა გააფორმა. წიგნი შემოდგომაზე გამოიცემა და სკოლებსა და სხვადასხვა სახელოვნებო სასწავლებლებში გავრცელდება.