მემე, მემე, გვაპოვნინე! – ზღაპარი საავტორო უფლებებზე

მემე, მემე, გვაპოვნინე! – ზღაპრების კრებული საავტორო უფლებებზე სკოლამდელი ბავშვებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის შეიქმნა. წიგნი გამოიცემა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ. წიგნის ავტორია მწერალი ნატო დავითაშვილი, ილუსტრაცია და დიზაინი ეკუთვნის მარიამ მარგიშვილს. წიგნის მიზანია, ბავშვებისთვის საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მისი მნიშვნელობის ახსნა. წიგნის მთავარი პერსონაჟია ჭიამაია მემე, რომელიც ბავშვებს ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებს და საავტორო უფლებების შესახებ უამბობს. წიგნი სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გავრცელდება.