რუსთაველის თეატრში ასოციაციის კრება გაიმართა

2019 წლის 14 აპრილს, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრთა მორიგი საერთო კრება გაიმართა. კრებაზე დამტკიცდა 2018 წლის საქმიანობის ანგარიში, ასევე ერთხმად იქნა არჩეული ასოციაციის გამგეობა და ავტორთა და შემსრულებელთა საბჭო. კრებაზე წევრებმა არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებაც იმსჯელეს.