ასოციაციის ორგანიზებით საოკუპაციო ზოლთან კონცერტი ჩატარდა

25 სექტემბერს, ასოციაციის ორგანიზებით და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ მერეთის საჯარო სკოლის ეზოში კონცერტი ჩატარდა.

 

კონცერტში მონაწილეობდნენ: დათო გომართელი, ლელა წურწუმია, ნეკა სებისკვერაძე, ნოდიკო ტატიშვილი, მაკა ზამბახიძე, ოთო ნემსაძე, გიორგი სუხიტაშვილი, თიკა ჯამბურია და ნიკა მაჩაიძე.

 

კონცერტით, ასოციაციამ  საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ ბავშვებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და რუსული ოკუპაციისგან დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა ღიად გამოხატა.

 

კონცერტი, კამპანიის #არაინტელექტისოკუპაციას ფარგლებში დაიგეგმა. კამპანია, საავტორო უფლებების სფეროში რუსული გავლენის მოპოვების და ამ მიზნით  რუსეთის მხარდაჭერით შექმნილი უკანონო ორგანიზაციის წინააღმდეგ ასოციაციის მიერ უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.