მოგონებების წიგნი გია ყანჩელზე

ასოციაციის მიერ გია ყანჩელის შესახებ მოგონებების წიგნი გამოიცემა. წიგნში თავმოყრილია ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ისტორიები ყანჩელის ცხოვრებიდან, რომელსაც მისი მეგობრები იხსენებენ. წიგნის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ყანჩელი ყოფითი კუთხით, ისეთი როგორიც ის იყო ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში. წიგნში გამოყენებულია იშვიათი ფოტოები საოჯახო ალბომიდან.