ყველას რაიმე აქვს სახსოვარი

გია ყანჩელის შესახებ მოგონებების კრებული უახლოეს დღეებში გამოიცემა. წიგნში თავმოყრილია ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ისტორიები ყანჩელის ცხოვრებიდან, რომელსაც მისი მეგობრები იხსენებენ. წიგნის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ყანჩელი ყოფითი კუთხით, ისეთი როგორიც ის იყო ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში. წიგნში გამოყენებულია იშვიათი ფოტომასალა.