ასოციაციის წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს

20 ივლისს, 12:00 საათზე, საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრებმა, სანდრო ყანჩელმა (გია ყანჩელის მემკვიდრე), ლელა ლაღიძემ (რეზო ლაღიძის მემკვიდრე), თამარ კვერნაძემ (ბიძინა კვერნაძის მემკვიდრე), კახა ცაბაძემ (გოგი ცაბაძის მემკვიდრე) მიხეილ რამიშვილმა (ოთარ რამიშვილის მემკვიდრე), ბესო კალანდაძემ, ლილიკო ნემსაძემ, მერაბ სანოძემ და სხვებმა  პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენცია ეხებოდა ორგანიზაცია GERA-ს და მასთან დაკავშირებული ავტორ-შემსრულებლების მიერ პარლამენტში შეტანილ მოთხოვნას, პარალელური ადმინისტრირების (სფეროში ერთზე მეტი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის) დაშვების და ამ მიზნით კანონის შეცვლის შესახებ.

ასოციაციის წევრებმა ისაუბრეს იმ საფრთხეების შესახებ, რაც შეიძლება კანონის შეცვლას მოჰყვეს და მიმართავენ პარლამენტს, რომ გაითვალისწინონ საერთაშორისო გამოცდილება და არ დაუშვან პარალელური ადმინისტრირება.