ასოციაციის მორიგი საერთო კრება

მსოფლიო პანდემიის (COVID-19) გამო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრთა მორიგი საერთო კრება გაიმართება დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით, 2022 წლის 04-11 მაისის პერიოდში, შემდეგი დღის წესრიგით:

საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებების განხილვა და 2021 წლის ანგარიშის დამტკიცება.

კრებაში მონაწილეობისთვის, წევრებს, ასოციაციაში გაწევრიანებისას საკუთარი ელ. ფოსტის მიუთითებლობის ან შემდგომში მისი შეცვლის შემთხვევაში, შეუძლიათ არაუგვიანეს 2022 წლის 04 მაისისა გამოაგზავნონ მოქმედი ელ. ფოსტის მისამართი შემდეგ ელ. ფოსტაზე: contact@gca.ge