Euronews Georgia ჩვენი კამპანიის შესახებ!

გამორთე რუსული! Вимикай Росiйське! ვიწყებთ უკრაინის მხარდამჭერ ახალ კამპანიას. რუსული მუსიკა ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება ჩვენ ქვეყანაში, რაც, ხელს უწყობს რუსეთთან ყალბი ერთიანობის შეგრძნების გაღვივებას, და ასევე, არის გავლენის მოპოვების, ერთი შეხედვით უწყინარი, მაგრამ მძლავრი იარაღი მტრის ხელში. მიგვაჩნია, რომ რუსული მუსიკის გამორთვა, და განსაკუთრებით, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს მასზე უარის თქმა, საქართველოს თითოეული მოქალაქის მორალური ვალდებულებაა. გთხოვთ, ჩაერთოთ კამპანიაში და საკუთარი წვლილი შეიტანოთ რუსული გავლენის შემცირების მნიშვნელოვან საქმეში.