მორიგი საერთო კრება

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრთა მორიგი საერთო კრება გაიმართება 2023 წლის 23 აპრილს, 13:30 საათზე, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში (მისამართი: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1) შემდეგი დღის წესრიგით:

  1. 2022 წლის საქმიანობის შეჯამება და ანგარიშის დამტკიცება;
  2. ასოციაციის წესდების და ავტორთა საბჭოს დებულების ახალი რედაქციის მიღება;
  3. ავტორთა საბჭოს, გამგეობის და თავმჯდომარის არჩევა;
  4. საქმიანობის მომავალი სტრატეგიული გეგმების წევრებისთვის გაცნობა.

განცხადებები ავტორთა საბჭოს და გამგეობის წევრობის კანდიდატების, ასევე მოსაზრებები და შენიშვნები წესდების და ავტორთა საბჭოს დებულების ახალი რედაქციის შესახებ წარდგენილ უნდა იქნას ასოციაციაში წერილობით, არაუგვიანეს 2023 წლის 20 აპრილის 18:00 საათისა.

ასოციაციის წესდების და ავტორთა საბჭოს დებულების ახალი რედაქციის პროექტებს, ასევე ანგარიშს, ავტორთა საბჭოს და გამგეობის კანდიდატების სიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულებზე:

GCA_წესდება_პროექტი

GCA_ავტორთა საბჭოს დებულება _პროექტი

GCA_ანგარიში_2022

GCA_ავტორთა საბჭო_გამგეობა_კანდიდატები