CISAC-ის რეზოლუცია რუსეთის წინააღმდეგ

19-20 აპრილს, პრაღაში, ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის (CISAC) ევროპის კომიტეტმა, AAS-ის (აზერბაიჯანი), ARMAUTHOR-ის (სომხეთი), GCA-ს (საქართველო), ANCO-ს (მოლდოვა) და KAZAK-ის (ყაზახეთი) მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო.

CISAC-ი შეშფოთებულია ამ ქვეყნებში რუსეთის დესტრუქციული ქმედებების გამო და დაჟინებით მოუწოდებს RAO-ს და რუსეთის სხვა კოლექტიური მართვის ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ და შეწყვიტონ ნებისმიერი ქმედება, რაც ძირს უთხრის CISAC-ის სხვა წევრების სუვერენიტეტს და ლეგიტიმურ ფუნქციონირებას, და რამაც, შესაძლოა, ამ ქვეყნებში უფლებების კოლექტიურად მართვის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ასევე, ამ პრობლემის დაძლევის მიზნით, გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნევს, ამ ქვეყნებში, ერთი ფანჯრის პრინციპით ლიცენზირების ძლიერი სისტემის შენარჩუნებას და შემდგომ განვითარებას, საუკეთესო საერთაშორისო და ევროპული პრაქტიკის შესაბამისად.

CISAC-ი ასევე მოუწოდებს შესაბამის ეროვნულ სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოებს, გამოიყენონ მთელი ძალაუფლება იმისთვის, რომ ნება დართონ და მხარი დაუჭირონ მხოლოდ ლეგიტიმურ, წარმომადგენლობით და საერთაშორისოდ აღიარებულ კოლექტიური მართვის ორგანიზაციებს საკუთარ ქვეყნებში.

რეზოლუციის სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე:

CISAC_რეზოლუცია