ასოციაციის საერთო კრება

23 აპრილს ასოციაციის მორიგი საერთო კრება გაიმართა. ასოციაციის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში, ასევე ახალი რედაქციით მიიღეს ასოციაციის წესდება და ავტორთა საბჭოს დებულება, აირჩიეს ავტორთა საბჭო, გამგეობა და თავმჯდომარე. კრებაზე არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებაც იმსჯელეს.