საქმიანი დილა CISAC-ის რეზოლუციის შესახებ

ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ, გადაცემა საქმიანი დილაში CISAC-ის რეზოლუციის შესახებ ისაუბრა.

საკითხი ეხება საავტორო უფლებების სფეროში ყველაზე დიდი და ავტორიტეტული ორგანიზაციის, ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის (CISAC) რეზოლუციას, რომლითაც, ერთი მხრივ, დადგინდა რუსეთის მიერ საქართველოში და კიდევ 4 პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში უკანონო ჩარევის ფაქტი, რაც ამ ქვეყნებში საავტორო უფლებების კვაზი ორგანიზაციების შექმნასა და მათ მხარდაჭერაში გამოიხატება, ხოლო მეორე მხრივ გაკეთდა მოწოდება, რუსეთის მიერ მსგავსი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ, რადგან ეს ძირს უთხრის ამ ქვეყნების ავტორთა სუვერენულ უფლებებს და აზიანებს მათ.