CISAC-ის ევროპის კომიტეტის ანგარიში

გამოქვეყნდა ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის (CISAC) ევროპის კომიტეტის ანგარიში, რომელშიც, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიცია საქართველოში დაგეგმილ საკანონმდებლო ცლილებებზე.

„ჩვენი გამოცდილება ამ რეგიონში აჩვენებს, რომ ეფექტური კოლექტიური მართვა არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა ერთი კატეგორიის უფლებას მართავს ერთი ორგანიზაცია, და არა ბევრი ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს ერთი და იგივე კატეგორიის უფლების მფლობელებს (მაგალითად, მუსიკის ავტორებს). ბევრი კონკურენტი ორგანიზაციის მიერ, ერთი და იგივე უფლების პარალელური ადმინისტრირების დაშვება ძირს გამოუთხრის საქართველოში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს.“ – ამონარიდი ანგარიშიდან.

იმედი გვაქვს პარლამენტი სრულად გაითვალისწინებს საერთაშორისო პოზიციას.

ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:

CISAC_EC_ანგარიში