CISAC-ის 2022 წლის ანგარიში

გამოქვეყნდა ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის (CISAC) 2022 წლის ანგარიში, რომელშიც პირდაპირ დაფიქსირდა, საქართველოში, რუსული ორგანიზაცია GERA-ს შესახებ. ანგარიშში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული ლიცენზირების ერთი ფანჯრის პრინციპის შენარჩუნების აუცილებლობა, ასევე, კვლავ ვრჩებით წამყვან ორგანიზაციად აღმოსავლეთ ევროპაში.

„GCA, ბევრი წლის განმავლობაში არის წამყვანი კავკასიის რეგიონში და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლექტიური მართვის ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპაში.“

„2019 წელს, საქართველოში დამატებითი სირთულეები წარმოიშვა, რამაც კოლექტიური მართვის სფეროში გაურკვევლობა შემოიტანა. რუსულმა ორგანიზაცია RAO-მ ხელშეკრულება გაუწყვიტა GCA-ს და ამავდროულად დაფუძნდა GERA, რამაც არტისტებში დაბნეულობა გამოიწვია, ჰონორარის შეგროვების პროცესი დააბრკოლა და საფრთხე შეუქმნა კოლექტიური მართვის სტაბილურ სისტემას საქართველოში.“

„ჩვენი გამოცდილება ამ რეგიონში აჩვენებს, რომ ეფექტური კოლექტიური მართვა არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა ერთი კატეგორიის უფლებას მართავს ერთი ორგანიზაცია, და არა ბევრი ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს ერთი და იგივე კატეგორიის უფლების მფლობელებს (მაგალითად, მუსიკის ავტორებს). ბევრი კონკურენტი ორგანიზაციის მიერ, ერთი და იგივე უფლების პარალელური ადმინისტრირების დაშვება ძირს გამოუთხრის საქართველოში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს.“

იმედი გვაქვს საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს საერთაშორისო პოზიციას და არ დაუშვებს რუსული ინტერესების გატარებას, მათზე მორგებული კანონის მიღებით!

ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:
CISAC_ანგარიში_2022