CISAC-ის, IFRRO-ს და SCAPR-ის დასკვნა საკანონმდებლო ცვლილებებზე

საერთაშორისო ქოლგა ორგანიზაციები (CISAC, IFRRO, SCAPR) დაჟინებით სთხოვენ პარლამენტს და საქპატენტს, დაუყოვნებლივ შეაჩერონ საავტორო უფლებების კანონპროექტზე მუშაობა და მისი შემუშავება დაიწყონ ხელახლა, რადგან კანონპროექტი არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ევროკავშირის დირექტივას და არღვევს როგორც უფლების მფლობელების ინტერესებს, ასევე ქმნის არსებული სისტემის დასუსტების რისკებს.

„სახეზეა კანონპროექტის ნაკლოვანებები, მისი შეუსაბამობა და წინააღმდეგობა საერთაშორისო სამართალთან და პრაქტიკასთან, რაც, გაძლიერების ნაცვლად, დაასუსტებს კოლექტიური მართვის არსებულ სისტემას“.

„ჩვენი გლობალური გაერთიანება მკაცრად აკრიტიკებს არსებულ კანონპროექტს და გასცემს რეკომენდაციას, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა და საქპატენტმა გახსნან ახალი საკონსულტაციო პროცესი, რაც შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებს, იმსჯელონ, დასახონ გზები და სფეროში აღიარებული უცხოელი ექსპერტების დახმარებით შეიმუშაონ ახალი კანონპროექტი“.

„სამივე ორგანიზაცია დაჟინებით მოვითხოვთ, მიმდინარე საკანონმდებლო წინადადების განხილვის დაუყოვნებლივ შეჩერებას და შემდგომი მსჯელობისთვის დაბრუნებას, რომ, სფეროში აღიარებული საერთაშორისო და ევროკავშირის ექსპერტების დახმარებით, გარანტირებული იყოს მისი შესაბამისობა ევროკავშირის და საერთაშორისო ნორმებთან, ასევე მოემსახუროს ადგილობრივი და უცხოელი უფლების მფლობელების ინტერესებს“.

დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:

CISAC_IFRRO_SCAPR_Letter