გიგა კობალაძის მოხსენება CISAC-ის გენერალურ ასამბლეაზე

გიგა კობალაძე, CISAC-ის გენერალურ ასამბლეაზე სპეციალური მოხსენებით გამოვიდა.

მოხსენება ეხებოდა კოლექტიურ მართვაში სახელმწიფოს (საქპატენტის) გაუმართლებელ ჩარევას, რასაც საავტორო უფლებების კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს.

საკითხი – სახელმწიფოს უხეში ჩარევა უფლებების კოლექტიურ მართვაში (State Intervention in Collective Management) – ასამბლეის დღის წესრიგს სპეციალურად დაემატა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც საქართველოში მიმდინარე პროცესები გახდა. ასამბლეამ ასოციაციის საქმიანობას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი.

ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალურ ასამბლეას 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტს და საქპატენტს, საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის შეჩერების და მისი ხელახლა შემუშავების მოთხოვნით, ქოლგა ორგანიზაციებმა (CISAC, IFRRO, SCAPR) ერთობლივი შენიშვნები, 30 მაისს გაუგზავნეს.