ჟურნალისტური გამოძიება საავტორო უფლებებში რუსული ინტერესის შესახებ

თავისუფლების მონიტორის ჟურნალისტური გამოძიებით კიდევ ერთხელ ცხადად დადასტურდა, როგორ ცდილობს რუსეთი საავტორო უფლებების სფეროს, და შესაბამისად, ქართული ხელოვნების ხელში ჩაგდებას.

გამოძიებით დადგინდა, როგორ და ვისი დახმარებით გეგმავს რუსეთი საავტორო უფლებების ახალი კანონის მიღებას და ამ გზით ქართული სახელოვნებო სივრცის მართვას.

რუსეთი ცდილობს, საავტორო უფლებების ახალი კანონით კონტროლი დაამყაროს ქართულ ხელოვნებაზე. კანონის მიღება სფეროს პარალიზებას და ავტორების ჰონორარის გარეშე დატოვებას გამოიწვევს.