რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის პლატფორმა შეიქმნა

მონაწილეობა მივიღეთ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელსაც მოლდოვას საავტორო უფლებების ორგანიზაცია მასპინძლობდა.

შეხვედრის მიზანი პოსტ საბჭოთა სივრცეში, საავტორო უფლებების სფეროში რუსული ინტერვენცია და მის წინააღდეგ ქმედითი მექანიზმების შემუშავება იყო.

მივიღეთ გადაწყვეტილება, შეიქმნას თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც რუსულ აგრესიას შეაკავებს. პლატფორმა უახლოეს მომავალში ოფიციალურად დაფუძნდება.

მოლდოვას და საქართევლოს გარდა, კონფერენციას შვედეთის, პოლონეთის, ჩეხეთის, რუმინეთის, უკრაინის, სომხეთის, ყაზახეთის და უზბეკეთის საავტორო უფლებების ორგანიზაციების, ასევე CISAC-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ