რუსეთის წინააღმდეგ შექმნილი ალიანსის პრეზენტაცია თბილისში

ბოლო დროს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში გაძლიერებული რუსული გავლენის შეკავების მიზნით, შვიდმა ქვეყანამ ავტორთა და შემსრულებელთა ორგანიზაციების გლობალური ალიანსი დავაფუძნეთ. (The Global Alliance of Authors and Performers Organizations – GAAPO).

ალიანსის დამფუძნებლები არიან: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი და უზბეკეთი.

ალიანსის პრეზენტაცია თბილისში გაიმართა. ალიანსის გენერალურ მდივნად გიგა კობალაძე აირჩიეს.

ალიანსის მიზანია სხვადასხვა ქვეყნების ავტორთა და შემსრულებელთა ორგანიზაციების კონსოლიდაცია და კოორდინაცია, სფეროს განვითარების ერთიანი სტრატეგიის შემუშავება და წევრი ორგანიზაციების დამოუკიდებელი განვითარების ხელშეწყობა.

უახლოეს მომავალში, ალიანსს სხვა ქვეყნების ავტორთა და შემსრულებელთა ორგანიზაციებიც შემოუერთდებიან.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ალიანსის ვებსაიტს: www.thegaapo.org