საერთო კრება

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრთა რიგგარეშე საერთო კრება გაიმართება 2023 წლის 05 ნოემბერს 14:00 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში (მისამართი: თავისუფლების მოედანი 4) შემდეგი დღის წესრიგით:

  1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კონკურსისთვის მოსამზადებელი საკითხების განხილვა;
  2. ასოციაციის წესდებაში შესატანი ცვლილებების განხილვა და წესდების ახალი რედაქციით მიღება;
  3. ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის და საქმიანობის შესახებ დებულების დამტკიცება;
  4. ასოციაციაში საავტორო უფლებების განვითარების სპეციალური ფონდის შექმნისა და საქმიანობის შესახებ დებულების დამტკიცება;
  5. ასოციაციის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურებისა და წახალისების წესის შესახებ დებულების დამტკიცება;
  6. ასოციაციის გამგეობის, თავმჯდომარის და სამეთვალყურეო საბჭოს არჩევა;
  7. საქმიანობის მომავალი სტრატეგიული გეგმების წევრებისთვის გაცნობა.

მოსაზრებები და შენიშვნები წესდების ახალი რედაქციის, სამეთვალყურეო საბჭოს, ფონდის და ანაზღაურების წესის დებულების შესახებ, ასევე განცხადებები ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს და გამგეობის წევრობის კანდიდატების თაობაზე, წარდგენილ უნდა იქნას ასოციაციაში წერილობით, არაუგვიანეს 2023 წლის 02 ნოემბრის 14:00 საათისა.

მისაღები და დასამტკიცებელი დოკუმენტების პროექტებს , ასევე სამეთვალყურეო საბჭოს და გამგეობის კანდიდატების სიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულებზე:

GCA_წესდება_პროექტი

GCA_სამეთვალყურეო საბჭოს დებულება_პროექტი

GCA_ფონდის დებულება_პროექტი

GCA_ანაზღაურების წესი_პროექტი

GCA_სამეთვალყურეო საბჭოს და გამგეობის კანდიდატთა სია