საერთო კრება

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრთა რიგგარეშე საერთო კრება გაიმართება 2023 წლის 12 დეკემბერს 12:00 საათზე, ასოციაციის ოფისში (მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ. 63, მეორე სადარბაზო, მეორე სართული) შემდეგი დღის წესრიგით:

  1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კონკურსისთვის მოსამზადებელი საკითხების განხილვა;
  2. ასოციაციის წესდებაში შესატანი ცვლილებების განხილვა და წესდების ახალი რედაქციით მიღება;
  3. ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნისა და საქმიანობის შესახებ დებულების დამტკიცება;
  4. ასოციაციაში საავტორო უფლებების განვითარების სპეციალური ფონდის შექმნისა და საქმიანობის შესახებ დებულების დამტკიცება;
  5. ასოციაციის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურებისა და წახალისების წესის შესახებ დებულების დამტკიცება;
  6. ასოციაციის გამგეობის, თავმჯდომარის და სამეთვალყურეო საბჭოს არჩევა;
  7. სხვა მიმდინარე საკითხების განხილვა.

მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე და გაგრძელდება12:00 საათამდე.

აქვე გაცნობებთ, რომ ქვორუმის არარსებობის შემთხვევაში, განმეორებითი საერთო კრება გაიმართება იმავე დღეს, 2023 წლის 12 დეკემბერს, 13:00 საათზე, იმავე ადგილზე, ასოციაციის ოფისში (მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ. 63, მეორე სადარბაზო, მეორე სართული). განმეორებითი კრება გადაწყვეტილებაუნარიანია დამსწრე ან მასზე წარმოდგენილ წევრთა რაოდენობის მიუხედავად. განმეორებითი კრების მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 12:15 საათზე და დასრულდება 13:00 საათზე.

მოსაზრებები და შენიშვნები წესდების ახალი რედაქციის, სამეთვალყურეო საბჭოს, ფონდის და ანაზღაურების წესის დებულების შესახებ, ასევე განცხადებები ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს და გამგეობის წევრობის კანდიდატების თაობაზე, წარდგენილ უნდა იქნას ასოციაციაში წერილობით, არაუგვიანეს 2023 წლის 08 დეკემბრის 18:00 საათისა.

დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულებზე:

GCA_წესდება

GCA_სამეთვალყურეო საბჭოს დებულება

GCA_ფონდის დებულება

GCA_ანაზღაურების წესი

GCA_სამეთვალყურეო საბჭოს და გამგეობის კანდიდატთა სია