შეტყობინება GCA-ს მოსარგებლეებს

გაცნობებთ, რომ  ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის 2023 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) ფორმალური საფუძვლით (საჯარო რეესტრის მიერ წესდების ცვლილების რეგისტრაციაზე ხელოვნური დაბრკოლების შექმნის გამო) გამოთიშულ იქნა კონკურსიდან და უარი ეთქვა აკრედიტაციის მიღებაზე. 

კომისიის გადაწყვეტილებით, საავტორო და მომიჯნავე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის აკრედიტაცია მიენიჭა რუსეთის მიერ შექმნილ ორგანიზაცია IPOA-ს (ყოფილი სახელი GERA).  

გამომდინარე აქედან, რადგან GCA-ს აღარ აქვს საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის უფლებამოსილება, 2023 წლის 30 დეკემბრიდან წყდება მოსარგებლეებთან გაფორმებული სალიცენზიო შეთანხმებები/ხელშეკრულებები.