შეტყობინება GCA-ს წევრებს

გაცნობებთ, რომ  ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის 2023 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) ფორმალური საფუძვლით (საჯარო რეესტრის მიერ წესდების ცვლილების რეგისტრაციაზე ხელოვნური დაბრკოლების შექმნის გამო) გამოთიშულ იქნა კონკურსიდან და უარი ეთქვა აკრედიტაციის მიღებაზე. 

კომისიის გადაწყვეტილებით, საავტორო და მომიჯნავე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის აკრედიტაცია მიენიჭა რუსეთის მიერ შექმნილ ორგანიზაცია IPOA-ს (ყოფილი სახელი GERA).  

გამომდინარე აქედან, რადგან GCA-ს აღარ აქვს საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის უფლებამოსილება, კანონის თანახმად, GCA-ს წევრები ითვლებიან ახლადაკრედიტირებული კოლექტიური მართვის ორგანიზაციის წევრებად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი წერილობით უარს განაცხადებენ ახალი ორგანიზაციის წევრობაზე.