მიმოხილვა

საავტორო ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვა, ან ერთი ფანჯრის პრინციპი, როგორც მას ხშირად უწოდებენ, უფლების მფლობელებისა და მოსარგებლეების ინტერესების რეალიზების ყველაზე ეფექტიანი მექანიზმია. კოლექტიური მართვა, ერთი მხრივ, აადვილებს საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოებებით სარგებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს უფლების მფლობელების სამართლიან ანაზღაურებას.

ჩვენი ორგანიზაცია ეხმარება საავტორო უფლების მფლობელებს მთელი მსოფლიოდან საკუთარი უფლებების რეალიზებაში. ამ მიზნით წარმოვადგენთ და კოლექტიურ საფუძველზე ვმართავთ მათ ქონებრივ უფლებებს საქართველოში. გავცემთ ნებართვებს, ვაგროვებთ ჰონორარს და ვანაწილებთ მას მთელ მსოფლიოში. ჩვენი ორგანიზაცია შექმნილია უფლების მფლობელების მიერ 1999 წელს, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არის არაკომერციული (არამომგებიანი) იურიდიული პირი და ფუნქციონირებს მსოფლიოში არსებული საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად.

მართვა

ჩვენი ორგანიზაციის მართვის უმაღლესი ორგანოა წევრთა საერთო კრება, რომელიც იკრიბება წელიწადში ერთხელ და იღებს მნიშვნელოვან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს. ორგანიზაციაში ფუნქციონირებს 9 წევრიანი ავტორთა საბჭო. ორგანიზაციას უშუალოდ მართავს 3 წევრიანი გამგეობა. ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობაზე პასუხისმგებელია გამგეობის თავმჯდომარე შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების მეშვეობით.

წევრების რეგისტრაციის სექცია
წევრების რეგისტრაციის სექცია

სექცია მართავს უფლების მფლობელების გაწევრიანების და მათი რეპერტუარის რეგისტრაციის პროცესს, ასევე, ყოველდღიურ რეჟიმში აწვდის მათ საჭირო ინფორმაციას.

ლიცენზირების სექცია
ლიცენზირების სექცია

სექცია აკონტროლებს საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოებების გამოყენებას, აწარმოებს მოსარგებლეებთან მოლაპარაკებებს და აფორმებს სალიცენზიო ხელშეკრულებებს, ასევე უზრუნველყოფს მოსარგებლეების მიერ გამოყენებული ნაწარმოებების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას.

ჰონორარის შეგროვების სექცია
ჰონორარის შეგროვების სექცია

სექცია პასუხისმგებელია მოსარგებლეებთან ყოველდღიურ კომუნიკაციაზე და მათ მიერ ჰონორარის სრულ და დროულ გადახდაზე.

ჰონორარის განაწილების სექცია
ჰონორარის განაწილების სექცია

სექცია ანაწილებს შეგროვებულ ჰონორარს როგორც ადგილობრივ უფლების მფლობელებზე, ასევე შესაბამისი ქვეყნების კოლექტიური მართვის ორგანიზაციებზე, მათი რეპერტუარის შესაბამისად.

საფინანსო და ადმინისტრაციული სექცია
საფინანსო და ადმინისტრაციული სექცია

სექცია აწარმოებს ფინანსურ დაგეგმვა-ანგარიშგებას და უფლების მფლობელებისათვის ჰონორარის გადახდას. მართავს ადამიანურ რესურსებს და სამეურნეო პროცესს, ასევე ზრუნავს ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარებაზე.

სამართლებრივი უზრუნველყოფის სექცია
სამართლებრივი უზრუნველყოფის სექცია

სექცია ამზადებს შიდა დოკუმენტაციას, ატარებს სამართლებრივ  ექსპერტიზას, აწარმოებს დავებს და დაინტერესებულ პირებს უწევს იურიდიულ კონსულტაციას.

საერთაშორისო ურთიერთობების სექცია
საერთაშორისო ურთიერთობების სექცია

სექცია ურთიერთობს მსოფლიოში არსებულ, კოლექტიური მართვის და ქოლგა ორგანიზციებთან, ასევე დონორებთან. კოორდინაციას უწევს ინფორმაციის გაცვლას და აკონტროლებს საზღვარგარეთ, ადგილობრივ რეპერტუარზე, ჰონორარის შეგროვებას.

მარკეტინგის და კომუნიკაციის სექცია
მარკეტინგის და კომუნიკაციის სექცია

სექცია ზრუნავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისათვის საჭირო პროექტების დაგეგმვა-რეალიზებასა და მიმდინარე საქმიანობის გაშუქებაზე, ასევე ვებსაიტის და სხვა ინტერნეტ რესურსების მართვაზე.

დოკუმენტაცია

საქმიანობაში ვხელმძღვანელობთ როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით და მის საფუძველზე მიღებული წესდებით, დებულებებით და სხვა შიდა რეგულაციებით.