საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია - კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია შექმნილია საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა მიერ.
ასოციაცია ფუნქციონირებს 1999 წლიდან.
ასოციაციაში გაწევრიანებულია 2000-ზე მეტი ადგილობრივი წევრი.
ასოციაცია უზრუნველყოფს ავტორთა და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვას, რაც გულისხმობს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტებით სარგებლობისთვის ლიცენზიების გაცემას, ჰონორარის შეგროვებას და ავტორებისა და მომიჯნავე უფლების მფლობელებისათვის განაწილებას.
ასოციაცია მართავს არა მარტო საქართველოს მოქალაქე, არამედ უცხოელ ავტორთა და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა ქონებრივ უფლებებსაც, რომელიც ხორციელდება საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან გაფორმებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების საფუძველზე. ასოციაციას გაფორმებული აქვს ასეთი 200-ზე მეტი ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზეც წარმოადგენს 5 მილიონზე მეტ საავტორო და მომიჯნავე უფლების მფლობელს საქართველოს ტერიტორიაზე.