Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაციასა და პრემია იკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

2018 წლის 21 დეკემბერს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და არასამთავრობო ორგანიზაცია „პრემია იკას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს „პრემია იკას“ დირექტორმა, მარიამ გიორგობიანმა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ.  

 

მემორანდუმი მიზნად ისახავს საავტორო უფლებების დაცვის მიზნით მხარეთა ურთიერთთანამშრომლობას. ასოციაცია, მუდმივი პარტნიორობის ფორმატში ითანამშრომლებს „პრემია იკასთან“ და  უზრუნველყოფს გამარჯვებულების საავტორო უფლებების სათანადოდ დაცვასა და განხორციელებას.

 

„პრემია იკა“ არის ახალი ყოველწლიური პრემია კულტურის დარგში, რომლიც მიზნად ისახავს გამოავლინოს და დააჯილდოვოს დამწყები არტისტები ხელოვნების სფეროს შემდეგ რვა ნომინაციაში: მუსიკა, ლიტერატურა, კინო, პოსტერის დიზაინი, ილუსტრაცია, მხატვრობა, ფოტოგრაფია, ხელნაკეთი ნივთები. გამარჯვეულებს შესაძლებლობა მიეცემათ წარსდგნენ ფართო საზოგადოების წინაშე და „პრემია იკას“ პარტნიორებისგან მიიღონ  ხელშეწყობა საკუთარი შემოქმედების განვითარებაში.

 
 
 
 
 
წევრისთვის