Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

Stay With Me - „თბილისოს“ ინგლისური ვერსია თუ საავტორო უფლებების დარღვევა?

ცნობილი ბრიტანელი ჯაზ შემსრულებლის, ჯერი სკოტის 1962 წელს გამოშვებულ ალბომში შესული სიმღერა, Stay With Me ზუსტად ისე ჟღერს, როგორც რევაზ ლაღიძის „თბილისო“. ეს ფაქტი, მუსიკალური პორტალის, popmusic-ისგან გახდა ცნობილი.

ამ თემაზე, ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრეს.

სიმღერა, რევაზ ლაღიძემ 1958 წელს თბილისის 1500 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაწერა. ჯერი სკოტი კი 1961 წელს სსრკ-ს, მათ შორის საქართველოს სტუმრობდა.   

რევაზ ლაღიძის შვილი, ლელა ლაღიძე აცხადებს, რომ ამ სიმღერის შესახებ იცოდა, მაგრამ საბჭოთა დროს მას ისე გადმოსცემდნენ, როგორც „თბილისოს“ ინგლისურენოვან ვერსიას. მან მხოლოდ ახლა შეიტყო, რომ ავტორად რევაზ ლაღიძე არ იყო მითითებული.   

ლაღიძის მემკვიდრეებს სამართლებრივი საკითხების გარკვევაში, მუსიკალური გამომცემლობა, GMI Rights Management-ი დაეხმარება.

 
 
 
 
 
წევრისთვის