Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

არა ინტელექტის ოკუპაციას! - კამპანიას სანო სტუდია უერთდება

სანო სტუდია ეხმაურება საინფორმაციო კამპანიას - არა ინტელექტის ოკუპაციას! 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციას წარმოადგენს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია. ასოციაცია უკვე წლებია საკმაოდ წარმატებულად ფუნქციონირებს. იგი აერთიანებს 2000 მდე ხელოვანს, რომლებიც რეგულარულად იღებენ კუთნვნილ ჰონორარს. ასოციაციის წარმატება აღიარებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.  

ცხადია საქართველოს წარმატება აღიზიანებს რუსეთს, საიდან გამომდინარეც მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა მცდელობას დაემყარებინა კონტროლი ამ სფეროზე. რისი გამოძახილიც იყო მისი მცდელობა შეეყვანა ასოციაცია მის მიერვე შექმნილ ევრაზიულ კავშირში, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა ასოციაციის დასუსტება და სისტემის მოშლა, რისთვისაც დასაყრდენად მოძებნა რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები და მათი მეშვეობით დაიწყო ასოციაციის დისკრედიტაცია, მისი წევრების მოსყიდვა და ტყუილი დაპირებების გაცემა, საბოლოოდ კი ეს ყველაფერი ემსახურება რუსული გავლენის მოპოვებას, რაც მკვეთრად უარყოფითად აისახება როგორც ქვეყნის იმიჯზე, ასევე იმ ასეულობით ავტორზე, რომელიც ასოციაციისგან იღებს ჰონორარს. 

ამ ყველაფრის თავიდან აცილების მიზნით ასოციაციამ წამოიწყო კამპანია - არა ინტელექტის ოკუპაციას! გვსურს შევუერთდეთ კამპანიას და მოვუწოდოთ მუსიკალურ საზოგადოებას და არა მარტო, გაერთიანდეს კამპანიაში. არ უნდა დავუშვათ ქართულ ხელოვნებაში რუსეთის ინეტერესების გატარება!

სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ასოციაციის Facebook-ის და Youtube-ს ოფიციალურ გვერდებზე: 

https://www.facebook.com/GeorgianCopyrightAssociation/videos/801677550199388/

https://www.youtube.com/user/GeorgianCopyright/featured?view_as=subscriber

 
 
 
 
 
წევრისთვის