Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

უკანონო ორგანიზიცია GERA მორიგ სიცრუეს ავრცელებს

საქართველოში რუსეთის მხარდაჭერით შექმნილი უკანონო ორგანიზიცია GERA საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით მორიგ სიცრუეს ავრცელებს და არ ერიდება სასამართლოთი მანიპულირებასაც კი.  

GERA-ს განცხადებით: „თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგიჩაიშვილის გადაწყვეტილებით კანონშეუსაბამოდ იქნა მიჩნეული GCA-სთან დადებულ სალიცენზიო შეთანხმებებში მითითებული 6 თვიანი ვადა, რომელიც მიუხედავად შეთანხმების ცალმხრივი შეწყვეტისა, გამოიყენებოდა მოსარგებლისთვის ჰონორარის დასაკისრებლად.სასამართლომ მოცემული სახის სახელშეკრულებო პირობა ჩათვალა იძულებით კონტრაგირებად და მიიჩნია მართლსაწინააღმდეგო და ბათილ სახელშეკრულებო პირობად“.

პირველ რიგში, დავის საგანს, რომელშიც GERA საერთოდ არ იყო მხარე, წარმოადგენდა მოსარგებლისათვის დავალიანების დაკისრება. GCA-მ ეს დავა მოიგო და მოსარგებლეს დაეკისრა დავალიანების გადახდა. შესაბამისად, სასამართლო, კონტრაჰირების იძულებაზე, (და არა იძულებით კონტრაგირებაზე, როგორც ამას GERA უთითებს) ანუ იმაზე, რაც მხარეს არ მოუთხოვია ვერ იმსჯელებდა.    

ასევე, GCA-ს მიერ გაცემულ არცერთ ლიცენზიაში შეწყვეტის 6 თვიანი ვადა გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, ესეც არის მორიგი ტყუილი და სასამართლო ვერც ამაზე იმსჯელებდა. 

და რაც მთავარია, დავაზე დღეის მდგომარეობით არსებობს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა GCA-ს მოთხოვნა. არ არის დასრულებული სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მომზადება და აქედან გამომდინარე ცხადია, რომ GERA-ს განცხადება ემსახურება სასამართლოს მანიპულირების გზით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსურ მცდელობას. 

თვალსაჩინოებისთვის ვაქვეყნებთ ლიცენზიის შეწყვეტის პირობებს და სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს.  

 
 
 
 
 
წევრისთვის