საჯარო შეხვედრა საავტორო უფლებების შესახებ
2011 წლის 11 ოქტომბერს, ევროპის სახლში, საავტორო უფლებათა დაცვისა და აღსრულების საკითხებისადმი მიძღვნილი საჯარო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ორგანიზებული იყო ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) მხარდაჭერით, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტისა” და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ. შეხვედრის მთავარ მიზანს საქართველოში საავტორო უფლებების დაცვასა და აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემატიკის განხილვა წარმოადგენდა. შეხვედრაზე იმსჯელეს ავტორებს, სახელმწიფო ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს შორის ურთიერთანამშრომლობის მექანიზმების დანერგვასა და მისი ხელშეწყობის გზებზე. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის კუთხით მიმდინარე პროცესებზე, დაესვათ კითხვები და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. |