Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

"ნუ დაარღვევ საავტორო უფლებას!" - სოციალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია

2011 წლის 19 ოქტომბერს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის” ოფისში, საინფორმაციო ხასიათის სოციალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა. ვიდეორგოლი “საქპატენტისა” და საავტორო უფლებათა ასოციაციის ინიციატივით შეიქმნა.  

ვიდეორგოლში - „ნუ დაარღვევ საავტორო უფლებას!“ - ქართული ხელოვნების ცნობილმა წარმომადგენლებმა: ზურა ყიფშიძემ, რუსუდან ფეტვიაშვილმა, ნინო სუხიშვილმა, ია ფარულავამ, ჯგუფმა “ფრანმა” გოგა ჩანადირმა, ანუკა ქებურიამ და სხვებმა მიიღეს მონაწილეობა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქართველი ხელოვანები, ევროკავშირის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. ვიდეორგოლი უახლოეს მომავალში წამყვანი ქართული ტელეარხების საშუალებით გავრცელდება.

 
 
 
 
 
წევრისთვის