Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

"ნუ დაარღვევ საავტორო უფლებას!" - სოციალური ვიდეორგოლის წარდგენა გადაცემაში “შუა დღე”

2011 წლის 18 ოქტომბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2”- ის გადაცემაში “შუა დღე” ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტისა” და საავტორო უფლებათა ასოციაციის ინიციატივით შექმნილი საინფორმაციო ხასიათის სოციალური ვიდეორგოლის -"ნუ დაარღვევ საავტორო უფლებას!"- წარდგენა გაიმართა.

გადაცემაში მიწვეულნი იყვნენ ვიდეორგოლში მონაწილე ქართული ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები: რუსუდან ფეტვიაშვილი, ია ფარულავა, ჯგუფი “ფრანი” და გოგა ჩანადირი, ასევე ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის” თავმჯდომარე, ირაკლი ღვალაძე და საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე, გიგა კობალაძე. 

გადაცემის სტუმრებმა ისაუბრეს როგორც საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების აუცილებლობასა და ამ კუთხით ვიდეორგოლის მნიშვნელობაზე, ასევე ზოგადად ამ სფეროში არსებულ პრობლემატიკასა და მისი გადაჭრის გზებზე.

 
 
 
 
 
წევრისთვის