ისთერნ პრომოუშენსმა საავტორო უფლებებით სარგებლობის ლიცენზია შეიძინა
2011 წლის 21 ოქტომბერს, ისთერნ პრომოუშენსმა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციისაგან საავტორო უფლებებით სარგებლობის ლიცენზია შეიძინა. ლიცენზიის საფუძველზე, ისთერნ პრომოუშენსის მიერ გამართულ კონცერტებზე შესრულებული ნაწარმოებების ავტორები ასოციაციის მეშვეობით კუთვნილ ჰონორარებს მიიღებენ. ლიცენზიის გაფორმება ხელს შეუწყობს საქართველოში საავტორო უფლებების დაცულობის მაჩვენებლის ზრდას და ჰონორარების შეგროვება-განაწილების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სისტემის დანერგვას. სალიცენზიო შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ და ისთერნ პრომოუშენსის დირექტორმა მიხეილ გიორგაძემ, რასთან დაკავშირებითაც ისთერნ პრომოუშენსის ოფისში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. |