Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაცია კახა ცისკარიძის საავტორო უფლებების დაცვას აგრძელებს

კახა ცისკარიძის საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ, კოსმეტიკისა და ტანსაცმლის მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიების მიმართ არსებული დავა გრძელდება.

ცისკარიძის ახლებური ინტერპრეტაციით შექმნილი ხალხური სიმღერა - „განდაგანა“ - კოსმეტიკის მწარმოებელი ფირმის „Pantene”-ისა და ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელ „Wild Fox”-ის სარეკლამო რგოლებში მისი ნებართვის გარეშე გამოიყენეს. სარეკლამო რგოლები ტელეკომპანია BBC-ის ეთერით გადაიცემა, რის შესახებაც ავტორმა ასოციაციას შეატყობინა.

ასოციაცია, ქართველი ავტორის უფლებების დაცვისა და მისი კუთვნილი ჰონორარის გადახდის მიზნით აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს  როგორც რეკლამის დამამზადებელ, ასევე დამკვეთ და გამავრცელებელ საერთაშორისო კომპანიებთან. საავტორო უფლების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, საერთაშორისო კომპანიებს კომპენსაციის გადახდა მოუწევთ.

 
 
 
 
 
წევრისთვის