რესტორნებს, კაფე-ბარებსა და სასტუმროებს სალიცენზიო მოწმობები გადაეცათ
2011 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე რესტორნების, კაფე-ბარებისა და სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებსაც საავტორო უფლებებით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობები გადასცა. სალიცენზიო მოწმობების დამზადება წარმოადგენს პირველ პრეცენდენტს საქართველოში, რომელიც ადასტურებს, რომ რესტორნებში, კაფე-ბარებსა და სასტუმროებში მუსიკალური ნაწარმოებების შესრულებაზე საავტორო უფლებები დაცულია და ავტორები შესაბამის ჰონორარებს მიიღებენ. დღეის მდგომარეობით საავტორო უფლებათა ასოციაციის ასეთი ლიცენზიით უკვე 200-ზე მეტი რესტორანი, კაფე-ბარი და სასტუმრო სარგებლობს. სალიცენზიო მოწმობებს ჰორეკას სექტორის ყველა წარმომადგენელი მიიღებს, რომელიც საავტორო უფლებათა ასციაციისაგან მუსიკალური ნაწარმოებების შესრულების ლიცენზიას შეიძენს. |